კახა კალაძე - ბაგებში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა და არსებული მდგომარეობა აუცილებლად მოწესრიგდება

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ვაკის რაიონის მოსახლეობის კითხვებს პასუხობს.

მერობის კანდიდატმა მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ბაგების დასახლებას ესაჭიროება რეკრეაციული სივრცეები და არსებული მდგომარეობის მოწესრიგდება.

„ბაგებში რთული მდგომარეობაა ნამდვილად, როგორც ფეხით, ისე ავტომობილებით გადაადგილება შეუძლებელია. ტროტუარები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ბავშვის გასეირნებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ამიტომ, ეს ყველაფერი აუცილებლად მოწესრიგდება. ფეხით მოსიარულეებთან დაკავშირებით იცით ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ფეხით მოსიარულეზეა მორგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, იწყება მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა.

„ძალიან მალე უშუალოდ სამუშაოების წარმოებას დავიწყებთ. ეს არის ბაგები-საბურთალოს დამაკავშირებელი სამანქანო ხიდი. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ბაგებში არსებულ მდგომარეობასაც მივხედავთ და ყველანაირად მოვაწესრიგებთ, რომ ბავშვის გასეირნებაც იყოს შესაძლებელი, ავტომობილების პარკინგი და ფეხით გადაადგილებაც“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს