ანრი ოხანაშვილი - მელიას წარმოდგენა თუ აქვს, რას ნიშნავს აღსარება ან ზიარება - ცინიზმია, რომ „ნაცმოძრაობა“ და მიშა სააკაშვილი გვევლინებიან ეკლესიის და აღსარების საიდუმლოს დამცველად

ეს არის უკიდურესი ცინიზმი, ნიკანორ მელია რომ მოგვევლინა დღეს აღსარების საიდუმლოს დამცველად, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისის მერობის კანდიდატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საგანგებო ბრიფინგს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით.

ოხანაშვილის თქმით, მელია წლების განმავლობაში აღსრულების ბიუროს წარმოადგენდა, სადაც „ხალხს უყიდდნენ ქონებას და აუბედურებდნენ“.

„არ ვიცი, საერთოდ წარმოდგენა თუ აქვს რას ნიშნავს ან აღსარება ან ზიარება. ეს არის ცინიზმი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკანორ მელია წარმოუდგა დღეს ეკლესიის დამცველად. ხალხი, რომლებიც არიან მტრები ეკლესიის. ეს არის მათი ნაბიჯები დადასტურებული, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ხომ ამას კარგად აფასებს და ძალიან კარგად შეაფასებს ამას არჩევნებზე. თუკი ვინმე გასასამართლებელია და პასუხისგებაში მიცემულია უკვე, ეს არიან მათი ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომელთა ექსტრადირება იგეგმება. ე.წ. იმ ქმედებების კასკადის ჩამდენები, როგორიც იყო მაგალითად, გაუპატიურება, წამება... ნიკანორ მელია მეგის ქარდავას თანაგუნდელი იყო, აღსრულების ბიუროს წარმოადგენდა, სადაც ხალს უყიდიდნენ ქონებას და აუბედურებდნენ მათ, მომავალს უკარგავდნენ - ეს ადამიანი, მიშა სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ გვევლინებიან დღეს ეკლესიის და აღსარების საიდუმლოს დამცველად“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანდრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“, რასაც თვითონ აკეთებდა, იმის „ოცნებისთვის“ დაბრალებას ცდილობს.

„უნდა დავსვათ შეკითხვა, ხომ არ განხორციელდა ეს სხვა კერძო პირის მიერ, ხომ არ ჰქონდა ადგილი დაგეგმილ, მიზანმიმართულ, წლების განმავლობაში ისეთ უკანონო ქმედებას, რომელიც შესაძლებელია განხორციელდა თუნდაც პოლიტიკური ჯგუფების, წარმომადგენლების თუ სხვა პირების მიერ. სხვადასხვა ვერსიები უნდა იყოს განხილული. აპრიორი ერთი დასკვნის გაკეთება ეს არ არის სწორი და ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი, რასაც თვითონ აკეთებდნენ ამის დაბრალება უნდათ ახლა „ოცნებისთვის““, - განახადა ანრი ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა