ლორთქიფანიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სამშენებლო ტერიტორიაზე სკვერი მოეწყობა

ვაკეში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა-ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გამართულ ფეისბუქ-ჩართვისას" განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, კომპანიასთან, რომლის მიერ არასწორად წარმოებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად ადგილზე გარკვეული სახის პრობლემები შეიქმნა, განხორციელდება ადგილმონაცვლეობა, გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე კი სკვერი მოეწყობა.

„ამ ტერიტორიას გამოვიყენებთ რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად. აუცილებლად გავაკეთებთ სკვერს, სადაც გექნებათ შესაძლებლობა, დაისვენოთ და განიტვირთოთ. ადგილმონაცვლეობას გავაკეთებთ არსებულ კომპანიასთან, რომელმაც არასწორად აწარმოა სამუშაოები და შედეგიც ვნახეთ - ფერდი ჩამოიშალა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ტყემალაძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მერიის მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც ცოტა ხნის წინ იყო პრობლემა გარკვეული მასის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, განხორციელდება მონაცვლეობა კომპანიასთან და იქ გაკეთდება ძალიან კარგი სარეკრეაციო სივრცე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებთათვის. ვფიქრობ, უკვე ძალიან მალე მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, სამართლებრივად და იურიდიული პროცედურების გავლით, რომ რეალურად გადავალთ ამ საკითხის განხორციელებაზე“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა