„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ 15-16 სექტემბერს, ქუთაისი-სოხუმის D-500მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 15 სექტემბრის 05:00-დან 16 სექტემბრის 17:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დაბა ჩხოროწყუს.

„დაგეგმილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე 15 სექტემბრის 15:00-დან 16 სექტემბრის 17:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: რიყე, ნაწულუკუ, ტყაია, ზედა ეწერი, ჩხორთა, ოდიში, ბაში, კორცხელი, ნაცატუ, ახალსოფელი, ჭაქვინჯი, ძველი ხიბულა, ინგირი, შამგონა, აბასთუმანი, ჭითაწურო, ცაიში, ხეთერა, ცაცხვი, რუხი, ანაკლია, ახალი აბასთუმანი, ახალკახათი, განმუხური, დავითიანი, დარჩელი, დიდი ნეძვი, დიდი ნეძვის კახათი, კახათი, კოკი, კოლხიდა, ლია, ბარაზენი, ოირემე, ორსანტია, ორული, ოფაჩხაფუ, ოქტომბერი, ურთა, ოჩაშონა, ყულიშკარი, ჩხოუში, ძველი აბასთუმანი, ჭკადუაში, ხურჩა, ჯუმი.

15 სექტემბრის 15:00-დან 16 სექტემბრის 17:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეუწყდება ქალაქ წალენჯიხას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიას, ქალაქ ხობსა და ხობის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ხეთა, 1 მაისი, ხამისკური, ნოჯიხევი, ახალი ხიბულა, ბია, ბულიტყუ, გურიფელი, დასახლება, ზემო ქვალონი, ზენი, კუთხე ნოჯიხევი, ლარჩვა, ნაფოშტუ, ნოჩხონი, ოხვამეკარი, საკვიკვინიო, საკუკავო, საქირიო, ჭითა უშგული, ჭიხუ.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა