ეკატერინე ტიკარაძე CDC-ის გლობალური ჯანდაცვისა და ვირუსული ჰეპატიტების ასოცირებულ დირექტორს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გლობალური ჯანდაცვისა და ვირუსული ჰეპატიტების ასოცირებულ დირექტორს ფეიჯ არმსტრონგს შეხვდა.

შეხვედრის დროს მხარეებმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასა და სეროპრევალენტობის კვლევებზე ისაუბრეს, რომელიც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიერ ფინანსდება. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„შევხვდით CDC-ის გლობალური ჯანდაცვისა და ვირუსული ჰეპატიტების წარმომადგენლებს. ისინი საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ შედეგების შესასწავლად იმყოფებიან. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა უწყვეტად გრძელდება და ამ პროგრამას ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. ვისაუბრეთ სეროპრევალენტობის კვლევებზეც, რომელიც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიერ ფინანსდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, CDC-ისა და NCDC-ის თანამშრომლების მიერ საველე და ლაბორატორიული ჯგუფებისათვის კვლევის დიზაინისა და მეთოდოლოგიის შესახებ ჩატარდა ხუთდღიანი პრაქტიკული ტრენინგი, ასევე საცდელი საველე სამუშაოები. გარდა ამისა, ეპიდემიოლოგები კვლევაში შერჩეულ პირებთან ატარებენ ინტერვიუს კითხვარის მეშვეობით. იმავე პირებს უტარდებათ სისხლის ლაბორატორიული ტესტირება სამ ვირუსულ ინფექციაზე (SARS-CoV-2, ვირუსული B და C ჰეპატიტები). აღნიშნული ლაბორატორიული კვლევებით დადგინდება გადატანილი და/ან მიმდინარე ინფექციების არსებობა.

„ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი წარმატების აღნიშვნაა. ვისაუბრეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე. საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ამ პროგრამის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მინისტრთან ერთად სამომავლო გეგმებიც განვიხილეთ“,-ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გლობალური ჯანდაცვისა და ვირუსული ჰეპატიტების ასოცირებულმა დირექტორმა, ფეიჯ არმსტრონგიმ განაცხადა.

ცნობისთვის, სეროპრევალენტობის კვლევის მიზანია, უზრუნველყოს მოსახლეობაში ინფექციის გავრცელების სრულყოფილი შეფასება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

იხილეთ ვიდეო:ეკატერინე ტიკარაძე CDC-ის გლობალური ჯანდაცვისა და ვირუსული ჰეპატიტების ასოცირებულ დირექტორს შეხვდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო