დავით ჭიჭინაძე - დარწმუნებული ვარ, თვითონ ივანიშვილიც ჩაწერილი და გამოტანილია უკვე, სისტემაა ასეთი და იმიტომ

დარწმუნებული ვარ, თვითონ ივანიშვილიც ჩაწერილი და გამოტანილია უკვე, სისტემაა ასეთი და იმიტომ, - ასე შეაფასა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ ე.წ. ფარული ჩანაწერების გავრცელება.

მისი თქმით, სწორედ „ქართული ოცნების" დროს მოხდა ყველაზე დიდი რეპუტაციული შეტევა პატრიარქსა და ეკლესიაზე.

„სანამ „ქართული ოცნება" ისევე არ დაისჯება, როგორც წინა ხელისუფლება დაისაჯა, სანამ პასუხს არ მოვთხოვთ სათითაოდ ყველა დამნაშავეს და მთელ სისტემას, ყოველ დღე უარესი მოხდება. ერთი და იგივე ხალხი აკეთებდა და აკეთებს მთელ ამ სიბინძურეს. "ოცნებამ" ხომ ყველაზე უმსგავსო, უსახური ადამიანების ხროვა შეყარა ძველებიდან, ვინც იქაც აფუჭებდა საქმეს და აქაც აფუჭებს.

აი, ამ მონების გამო, ჩვენი რწმენის და ეკლესიის დაზიანება არასდროს გვეპატიება, რადგან თუ რამემ მოიტანა ჩვენი ქვეყანა საუკუნეებია, ეს ჩვენი რწმენაა. ამიტომ, ჩვენ, ხალხმა უნდა გადავტეხოთ და ისე უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, აღარავის მოუნდეს ამის გამეორება. ფაქტია, სწორედ „ქართული ოცნების" დროს მოხდა ყველაზე დიდი რეპუტაციული შეტევა პატრიარქსა და ეკლესიაზე. ცოცხალ ადამიანს თანამესაყდრე დაუნიშნეს, ფარული მოსმენები, ჩაწერები, უღირსების აღზევება, თორემ მიშას დროს, პატრიარქს ანგარიშსაც უწევდნენ, მის შეწყალებასაც ითვალისწინებდნენ, გარეთ უსამართლობა რომ მძვინვარებდა, ხალხიც შვებას ეკლესიაში პოულობდა“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა