ბადრი ჯაფარიძე - „ქართულ ოცნებას" არავინ ეკითხება, სურს თუ არა მას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, არჩევნების ჩატარება მაინც მოუწევს

"ქართულ ოცნებას" არავინ ეკითხება, სურს თუ არა მას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, არჩევნების ჩატარება მაინც მოუწევს, - ეს განცხადება დღეს პარლამენტში ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა, რითაც ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერთა განცხადებები იმის თაობაზე, ადგილობრივ არჩევნებში 1% რომ აიღონ, პარლამენტის ვადამდელი არჩევნები მაინც არ ჩატარდება, ერთადერთ მიზანს ემსახურება - მოხდეს ამომრჩეველთა დემოტივაცია და ადამიანები საარჩევნო ყუთთან არ მივიდნენ.

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, მმართველი პარტიის ლიდერთა სურვილია, დანერგონ განცდა, რომ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება და ამ ხრიკებს არავინ არ უნდა წამოეგოს.

„არა მხოლოდ კუბილიუსის, არამედ ევროპარლამენტარების პოზიციაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები შეასრულოს. ამისთვის ყველა ბერკეტი იქნება გამოყენებული. მათ ყველა ვალდებულების შესრულება აუცილებლად მოუწევთ, მათ შორის იმ ვალდებულების შესრულებაც, რაც ასე უხეშად დაარღვიეს. რაც შეეხება 43%-თან დაკავშირებით განსაზღვრულ ვალდებულებას, "ქართულ ოცნებას" არავინ ეკითხება, მას სურს თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, არჩევნების ჩატარება მაინც მოუწევს. "ქართული ოცნების" მხარდაჭერა არა თუ 43%-ზე დაბალია, არამედ არის ბევრად უფრო დაბლა, ვიდრე 40%. მათი მხარდაჭერა თბილისში მაქსიმუმ 20%-25%-ს შეადგენს. ჩვენს თანამოქალაქეებს მიღებული აქვთ გადაწყვეტილება - "ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან უნდა იყოს გასტუმრებული!" - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს