ილია ელოშვილი - რომ არა კახა კალაძის ურყევი ნება დაუსრულებელი მშენებლობების დამთავრებისა, შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტების განხორციელება

„ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია და განხორციელების ფაზაში გადავდივართ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა აღნიშნულ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების პრობლემა კახა კალაძის დავალებით და საქართველოს მთავრობასთან მისი პირდაპირი კოორდინაციით გადაიჭრა.

„დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ცენტ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია და განხორციელების ფაზაში გადავდივართ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ დროულად დასრულდეს ეს პროექტები. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში ჩართული იყო. განსაკუთრებული მადლობა კახა კალაძეს. რომ არა მისი ურყევი ნება დაუსრულებელი მშენებლობების დამთავრებისა, შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტების განხორციელება“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.

ილია ელოშვილის განცხადებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმში განსაზღვრული ვადების შესრულების გარანტორი თბილისის მერია იქნება.

„რაც შეეხება დღევანდელი მემორანდუმის ხელმოწერას, თქვენ გახსოვთ, რომ თავიდანვე შევიმუშავეთ ე.წ. ზიარჭურჭლის პრინციპი - არ არსებობდა პრივილეგირებული ობიექტები და დაზარალებულები. დღევანდელ მემორანდუმში თითოეული ობიექტის მიხედვით, განსაზღვრულია დასრულების ვადები, რომლის შესრულების გარანტორი თბილისის მერია არის. მემორანდუმში მონაწილე კომპანიები ორ ნაწილად იყოფიან, ერთი არის ე.წ. სარემონტო ობიექტების შემსრულებელი კომპანიები, მეორე - საინვესტიციო ობიექტების ინვესტორები. აღნიშნულ მემორანდუმს დაზარალებულებს საინიციატივო ჯგუფი გააცნობს, რომელიც აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში, სამომავლო მონიტორინგისთვის ერთგვარი ინსტრუმენტი გახდება“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს