მამუკა ხაზარაძე - „ოცნების „კაგებეშნიკური“ სისტემის პოლიტიკური ხელმძღვანელები და დამკვეთები უმკაცრესად დაისჯებიან

"ქართული ოცნების" „კაგებეშნიკური“ სისტემა, რომელიც პოლიტიკურ, სამოქალაქო, ჟურნალისტურ და ბიზნეს საქმიანობაში ხელის ფათურთან ერთად საეკლესიო ცხოვრების და აღსარების საიდუმლოების საკრალურ სფეროსაც მისწვდა, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს სრულად, აღდგენის რისკების გარეშე“-განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, პარტია "ლელო" მიმართავს ყველას, ვინც ამ საქმეშია ჩართული. დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თანამოქალაქეების თვალთვალი და საჯაროდ ამხილონ უკანონო ბრძანებების გამცემები; თუ ამას თავად არ გააკეთებენ დღეს, ხვალ ქართული სახელმწიფოსგან და ქართული საზოგადოებისგან ამ ადამიანებს ელით უმკაცრესი სისხლის სამართლებრივი და ზნეობრივი სასჯელი.

„21-ე საუკუნის ეროვნული სირცხვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაწყებული და შემდეგ კი „ოცნების“, როგორც ამ ჩანაწერებით ჩანს, გადმობარებულ, განვითარებული ამორალური, მოქალაქეების ტოტალურ თვალთვალზე, შანტაჟზე და კონტროლზე დაფუძნებული მმართველობა - 2 ოქტომბერს წარსულს უნდა ჩავაბაროთ.

ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, რაზეც შეიძლება არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები. ეს არის ადამიანობის და ზნეობის ფუნდამენტური საკითხი, რომელზეც ყველას, ვისაც ადამიანური სახე არ დაუკარგავს, შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი დამოკიდებულება - აბსოლუტური მიუღებლობა.

„ლელო“ მიმართავს ყველას, ვინც ამ სიბინძურეშია ჩართული და „ნაცმოძრაობიდან“ „ოცნებაში“ უპრობლემოდ გადაბარგდა: ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ ახალ ხელისუფლებასაც დასჭირდებით და გიმსახურებთ; დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ჩვენი თანამოქალაქეების თვალთვალი და საჯაროდ ამხილეთ უკანონო ბრძანებების გამცემები; თუ ამას თავად არ გააკეთებთ დღეს, ხვალ ქართული სახელმწიფოსგან და ქართული საზოგადოებისგან გელით უმკაცრესი სისხლის სამართლებრივი და ზნეობრივი სასჯელი.

პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ამ ბოროტების და ამორალური დანაშაულის ჩამდენი ვერც ერთი პირი - ამ სისტემის პოლიტიკური ხელმძღვანელები და დამკვეთები კი კანონის მაქსიმალური სიმკაცრით დაისჯებიან“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა