მიხეილ სარჯველაძე - მგონია, ბევრი ისეთი საინტერესო ფაქტი გამოვლინდება, რაც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით წინასწარ გაკეთებულ შეფასებებსა და მოსაზრებებს დაანგრევს

მგონია, ბევრი ისეთი საინტერესო ფაქტი გამოვლინდება, რაც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით წინასწარ გაკეთებულ შეფასებებსა და მოსაზრებებს დაანგრევს - მაგალითად ის, თუ ვის შეიძლება მიუძღვოდეს ბრალი ცალკეულ ქმედებებში, რაც ფარულ მოსმენებს უკავშირდება, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმე სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის საპასუხისმგებლოდ ნამდვილად არ დგას და მას როგორც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალს, კეთილსინდისიერ პიროვნებასა და ქვეყნის პატრიოტს იცნობს.

“ქართული ოცნების“ დეპუტატის შეფასებით, დესტრუქციული ოპოზიციური ძალების მცდელობაა, იერიში სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიიტანონ და ძირი მოურყონ მას.

“უმჯობესი იქნება საზოგადოება, მედია გამოძიების რეზულტატებს დაელოდოს და ფაქტებზე ამის შემდეგ ვისაუბროთ. რაც შეეხება პრობლემის არსებობს, მგონი ყველანი შეთანხმებული ვართ, რომ სისაძაგლეა არასწორად, უმიზეზოდ, არადანიშნულებისამებრ ვინმეს მიერ ვინმეს მოსმენა. ეს კატეგორიულად მიუღებელია! ვინც არ უნდა იყოს, ვინც ამას სჩადის, ეს მიუღებელი და საპასუხისმგებლო ამბავია. დაველოდოდ საკითხების გარკვევას. მყისიერი იქნება პასუხისმგებლობა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინასწარ ვინმე ეჭვმიტანილად შეიძლება დავასახელოთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ფარული ჩანაწერების ამსახველი მასალების გამოქვეყნება იმ ძალების ინტერესებში შეიძლება იყოს, ვისი სურვილიც არის ქვეყანაში წყალი აიმღვრეს, მეტი საქმე გაფუჭდეს და მეტი დესტრუქცია იყოს.

“ამ თვალსაზრისით ეჭვმიტანილთა რიგი საკმაოდ ვრცელია, თუმცა არიან მეტად ეჭვიტანილნი და ნაკლებად ეჭვმიტანილი ძალები. ამ თვალსაზრისით დომინირებს და ლიდერობს ოპოზიციური ძალა. აქ იმ ოპოზიციურ ძალას ვგულისხმობ, ვინც მეტი დესტრუქციულობით გამოირჩევა. ეჭვმიტანილი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არის “ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა