ირაკლი ღარიბაშვილი - ეს არის დესტრუქციული ოპოზიციის, სააკაშვილის შეთქმულება სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ და სამწუხაროდ, ამ შეთქმულებაში სხვა მოღალატეების კვალიც იკვეთება

ეს არის ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის, სააკაშვილის შეთქმულება პირდაპირ სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ და სამწუხაროდ, ამ შეთქმულებაში სხვა მოღალატეების კვალიც იკვეთება - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ეს არის პირდაპირი მტრობა ეკლესიის, მღვდელმთავრების წინააღმდეგ.

„ეს არის მცდელობა მათი დისკრედიტაციის. ეს არის შეთქმულება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის ყოვლად დაუშვებელი. სახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს და ყველას და ყველაფერს დაარქმევს სახელს. რა თქმა უმდა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თქვენი ტელევიზიები ამ ყველაფერს, ტყუილ - მართალს უკეთებენ ტირაჟირებას და ეკლესიისა და მღვდელმთავრების დისკრედიტაციას ახდენთ. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა. ეს არის სააკაშვილისა და ოპოზიციის ბოლო მცდელობა. იციან, რომ ყველა ქალაქში სასტიკად მარცხდებიან, უნდათ რომ რაღაც ქნან. ერთი მხრივ, უყურებთ, რომ არჩევნების მზადებას აზრი არ აქვს, რადგან იციან, რომ საერთოდ არ აქვს აზრი მათ ჩართულობას კამპანიაში, იმიტომ, რომ 2 ოქტომბერს აგებენ. ყველაფერი არჩევნების მეორე დღისთვისაა გამიზნული. გარკვეული პროვოკაციები რომ მოაწყონ. სახელმწიფო არავითარ პროვოკაციას არ დაუშავებს. ყველა მოღალატეს და ჩვენი ეკლესიის მტერს გავცემთ მკაცრ პასუხს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა არის ფალსიფიკაცია, ფაბრიკაცია, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით.

პროკურატურამ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება. ყველა ვერსიას დაამუშავებენ. მათ შორის იმ ვერსიასაც, თეორიულად ხომ არ არის შესაძლებელი გახარია და ხოჯევანიშვილი რომ იყვნენ ჩართულები, რომელიც სხვათა შორის სუს-ში მნიშვნელოვან დანაყოფებს ხელმძღვანელობდა და წვდომა ჰქონდა დიდ ინფორმაციასთან, მათ შორის მოსმენების სამსახურთან. ამაზე სპეკულირება არ მსურს და არ მინდა წინასწარი დასკვნები გავაკეთო. გამოძიებას დაველოდოთ, ის დაადგენს ეს არის ფაბრიკაცია, ფალსიფიკაცია, თუ მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
(სტერეოტიპული) წარმოდგენები ცვალებადი გარემოებების პირისპირ: იდეალიზმიდან რეალიზმისაკენ
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს