ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო

2021 წლის ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საშემოდგომო სესიაზე 1600-მდე მაძიებელი გადის. აქედან 1005 დიმპლომირებული მედიკოსია, რომლებიც გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ რეზიდენტურის გავლას შეძლებენ. 558 პირი კი - სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატს მიიღებს.

გამოცდები და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერაა ორგანიზებული. სააგენტოს დირექტორის მოადგილე კახა შალიკაძე განმარტავს, რომ საგამოცდო ბილეთი 200 ტესტისგან შედგება და მათზე მუშაობა მაძიებლებს სამი საათის განმავლობაში შეუძლიათ.

„დღევანდელი პანდემიის პირობებში აუცილებელია ჩვენს ექიმებს ახალი ძალა და ენერგია შეემატოს, სწორედ ამიტომ დღეს ორმაგად მნიშვნელოვანია აღნიშნული გამოცდა. რეგულირების სააგენტო, წელიწადში ორჯერ ატარებს საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდებს, რომელიც დიპლომირებულ მედიკოსებს წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში აძლევს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებას, ხოლო საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელების უფლებას. საგამოცდო პროცესი ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები პირველ ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება“, - განაცხადა კახა შალიკაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს