"ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სუს-ის შენობასთან აქცია -"ნუ გვისმენთ" გამართეს

"ლელო საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სუს-ის შენობასთან საპროტესტო აქცია -"ნუ გვისმენთ" გამართეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ოთარ ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მოსმენა-მიყურადებას ახორციელებს, შესაბამისად, მათი საპროტესტო აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება უპრეცედენტო რაოდენობის მოსმენა-მიყურადებას ახორციელებს. ჩვენ მოვითხოვთ ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში უკანონო მოსმენა შეწყდეს! "ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაცია სწორედ ამ მიზეზით ვიმყოფებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან. ჩვენ ამ ბოროტ სისტემასთან ბრძოლას ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელებთ, არ ვაპირებთ დანებებას. "ქართული ოცნების" ხელისუფლება უნდა დასრულდეს", - განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს