ნათია თურნავა BAG-ის ინდექსზე - მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი დადებითად აფასებს ბიზნეს კლიმატს და მათი მხრიდან პოზიტიური მოლოდინები ფიქსირდება

მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი გრძნობს და დადებითად აფასებს ბიზნეს კლიმატს და მათი მხრიდან პოზიტიური მოლოდინებია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინდექსის 2021 წლის მესამე კვარტლის კვლევის შეფასებისას განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევის თანახმად, გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინები დადებითად შეაფასეს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, გასულ თვეებში ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი დადებითად აისახა ბიზნესის მიერ არსებული მდგომარეობის შეფასებაში - 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელმა, 13 ქულით გაუმჯობესების შედეგად, დადებითი 10.8 ქულა შეადგინა.

ნათია თურნავას თქმით, ის, რომ საქართველოში უმჯობესდება ბიზნესგარემო და საკმაოდ სწრაფად, მაღალი ტემპებით მიდის ეკონომიკის აღდგენა, ასევე ასახულია საქსტატის ბოლო პერიოდის მონაცემებშიც, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამას თავად ბიზნესიც გრძნობს, დადებითად აფასებს ბიზნეს კლიმატს და დადებითი მოლოდინები აქვს.

„ბიზნეს ასოციაციის კვლევა აჩვენებს, რომ ბიზნესი ორიენტირებულია, რომ სამომავლოდ მშვიდობიანად გააფართოოს თავის საქმიანობა, მეტი პროდუქცია აწარმოოს, მეტი სამუშაო ადგილი შექმნას, ახალი ინვესტიციები განახორციელოს და ამისთვის რისკებს ვერ ხედავს. ეს ასევე ასახულია საერთაშორისო რეიტინგებშიც და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ ჩვენი პოლიტიკით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო