ირაკლი ხელაძე გარეჯის, იოსელიანისა და კლდეკარის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე ლოტკინის დასახლებაში გარეჯის, იოსელიანისა და კლდეკარის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ინფორმაციით, დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.

„აქტიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს ადგილობრივ მცხოვრებლებთან. ვიმყოფებოდით ლოტკინზე, სანერგე მეურნეობის დასახლებაში. წლების განმავლობაში მიმდებარე ქუჩებზე მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. თუმცა არის საკითხები, რომლის გადაჭრაც ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. სწორედ ამ თემებზე ვიმსჯელეთ მოსახლეობასთან და შევთანხმდით, რომ ჩვენი არჩევის შემთხვევაში, ეტაპობრივად ყველა პრობლემას მოვაგვარებთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ლოტკინის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან შეხვედრებს თბილისის საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭელიძე ესწრებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო