ნათია თურნავა - შრომის ანაზღაურების ზრდა გარდაუვალია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკის გაჯანსაღების კვალობაზე, მთელ რიგ სექტორებში დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება გაუმჯობესდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ნათია თურნავა საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ 2021 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მონაცემებს გამოეხმაურა.

სამინისტროს განმარტებით, საქსტატის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.5 პროცენტით გაიზარდა და 1,328.0 ლარი შეადგინა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპში გარდაუვალია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ინკლუზიური და უფრო მეტად აისახოს თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ეს უნდა აისახოს შრომის ანაზღაურების ზრდაზეც. ეს ტენდენცია დაწყებულია და მივესალმებით ამას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში ხელფასების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში (სხვა სახის მომსახურების გარდა), ხელფასების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში - მშენებლობა (ზრდა 23.7%-ით), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (ზრდა 15.4%-ით), ტრანსპორტი და დასაწყობება (ზრდა 18.6%-ით), დამამუშავებელი მრეწველობა ( ზრდა 24.3%-ით, ინფორმაცია და კომუნიკაცია (ზრდა 12.4%-ით), ვაჭრობა (ზრდა 20.1%-ით).

ამასთან აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორში დასაქმებულების ხელფასი 2021 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.2%-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში დასაქმებულების ხელფასი 10.6%-ით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა