გიორგი გახარიას პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

“როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის დღეს მთავარი პრიორიტეტია ძალაუფლების შენარჩუნება, შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ არაფერს, მათ შორის ბუტა რობაქიძის საქმეზე, საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაზარალებულად მიჩნეული ჩვენი მხარდამჭერი ბართაია ციხეშია, არაფერია გამორიცხული“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას არ გამორიცხა, რომ მასალები სუს-დან გიორგი გახარიას და ალექსანდრე ხოჯევანიშვილს გაეტანა, რომელიც „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა და მას მოსმენების სამსახურთანაც ჰქონდა წვდომა“. ინფორმაციისთვის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გახარიას თანაპარტიელი დეპუტატის, გიგი ხოჯევანიშვილის ძმაა.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს