ბექა ლილუაშვილი - “ოცნება" და "ნაცმოძრაობა" ერთობლივად გამოვიდნენ შეტევით ჩვენზე და ამას ერთი საფუძველი აქვს - ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია მზარდი მხარდაჭერით

“ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთობლივად გამოვიდნენ შეტევით ჩვენს პარტიაზე და ამას აქვს ერთი საფუძველი - ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია მზარდი მხარდაჭერით, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ბექა ლილუაშვილის თქმით, ყველა ბრალდების მიზანი, რომელსაც მმართველი პარტია ან “ნაციონალური მოძრაობა“ აჟღერებს, მათი რეიტინგის დაზიანებაა.

"ეს არის გაუგონარი აბსურდი, ჩვენ ეს ფილმი ხომ ბევრჯერ ვნახეთ, ჩვენი პოლიტიკური პარტიის დაარსების დღიდან გამოდის „ნაციონალური მოძრაობა“ და იძახის, რომ ჩვენი პარტია არის "ქართული ოცნების" თუ ბიძინა ივანიშვილის პროექტი, ახლა ახალი ნარატივია, ცოტა განსხვავებული - რუსული პროექტი. "ქართული ოცნება" გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ ვართ სააკაშვილთან გარიგებაში მყოფი პარტია. რა შუაშია ან „ბილაინი“ ან ნომრების ბაზა, ან რაში გვჭირდება რაღაც ნომრების ბაზა, საერთოდ გაუგებარია. ბრალდებების მოტივი, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური, როგორც ჩანს, ხდება კონსოლიდაცია და "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთობლივად გამოვიდნენ ახალი ბრალდებებით და შეტევით ჩვენს პარტიაზე და ამას აქვს ერთი საფუძველი - ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია მზარდი მხარდაჭერით",- განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსულმა კომპანია „ბილაინმა“, რომელიც რუსული ფეესბეს მიერ კონტროლდება, თავის ქართული ფილიალიდან გახარიას პარტიას აბონენტების სია მისცა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს