თორნიკე რიჟვაძე - პოლიტიკური შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილი ოპოზიციური სპექტრი სიცრუის ტირაჟირებას აგრძელებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ საზოგადოება ყველაფერს ჯეროვნად აფასებს და მოქალაქეებზე ამ გზებით მანიპულირება დაუშვებელია.

„ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის და ძალიან კარგად შეაფასა ვინ ებრძოდა და ებრძვის ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიას და ვინ აკეთებდა სიბინძურეებს წლების განმავლობაში.

ეს არის გაგრძელება იმ სიბინძურის, რომელსაც აკეთებდნენ რიგი ოპოზიციური პარტიები და განსაკუთრებით, ავანგარდში „ნაციონალური მოძრაობა“. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს კარგად ხედავს, კარგად აფასებს და არავის არ მისცემს საშუალებას, რომ ამ ტიპის სიბინძურით მოახდინონ მანიპულირება მოქალაქეებზე.

ამავე დროს, ეს კონტექსტიც გასათვალისწინებელია. იცით, რომ მოახლოებულია არჩევნები და როცა პოლიტიკური შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილია მთელი ეს ოპოზიციური სპექტრი, არა აქვთ არანაირი გეგმა და არც ხალხის მინიმალური მხარდაჭერა, რა თქმა უნდა აგრძელებენ ტირაჟირებას იმ სიცრუის და სიბინძურის, რომელიც არის მათი ხელწერა“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს