„ევექსი“ კლინიკები რე|ბანკის პარტნიორი გახდა

რე|ბანკის პარტნიორებს დღეიდან „ევექსი კლინიკების“ ქსელი შეემატა. რე|ბანკის ინფორმაციით, რე|ბანკის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ „ევექსი კლინიკებში“ ნებისმიერი მომსახურების საფასური ტოპ|ქარდით გადაიხადონ და დანახარჯი 3 თვეზე გადაანაწილონ ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამასთან, ტოპ|ქარდით ანგარიშსწორებისას „ევექსი კლინიკების“ ნებისმიერ მომსახურებაზე, გამოკვლევებზე და კონსულტაციებზე მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

რე|ბანკის ინფორმაცით, ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად https://rbnk.ge/App, რე|ბანკის ფილიალებში და გაყიდვების წერტილებში https://rebank.ge/ka/services/atms-and-branches/. ტოპ|ქარდით პირველი შენაძენის გაკეთებაზე ვრცელდება აქციის პირობა და სადაც არ უნდა მოხდეს ტოპ|ქარდით ანგარიშსწორება, ფასი 6 თვეზე თანაბარ გადახდებად გადანაწილდება, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სავაჭრო ობიექტებში, ასევე ონლაინ.

„ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ რე|ბანკის პარტნიორების მრავალფეროვნებაზე და ვფიქრობთ, რომ ევექსი კლინიკებში ტოპ|ქარდის გამოყენება ბევრი ჩვენი მომხმარებლისთვის ძალიან მოსახერხებელი იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლობა იყოს სასარგებლო როგორც ბანკისთვის, ასევე პარტნიორისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ტოპ|ქარდის მფლობელებისთვის“, - განაცხადა რე|ბანკის დირექტორის მოადგილე მიხეილ გაფრინდაშვილმა.

„ევექსი კლინიკების“ დირექტორის გიორგი გორდაძის თქმით კი, მომხმარებელს შეეძლება მიიღოს სამედიცინო მომსახურება ტოპ|ქარდის საშუალებით და ჯანდაცვაზე დანახარჯები დროში გაანაწილოს.

„ვფიქრობ, რომ პანდემიამ ყველას ნათლად დაანახა ჯანმრთელობაზე ზრუნვის პრიორიტეტულობა. ჩვენთვის, როგორც პირველადი ჯანდაცვის სექტორის ყველაზე მსხვილი პროვაიდერისთვის, მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო სერვისები იყოს ხელმისაწვდომი. ამისათვის ბევრი მიმართულებით ვახორციელებთ პროექტებს. დღეიდან მომხმარებელს შეეძლება მიიღოს სამედიცინო მომსახურება ტოპ|ქარდის საშუალებით და ჯანდაცვაზე დანახარჯები დროში გაანაწილოს“, - განაცხადა „ევექსი კლინიკების“ დირექტორმა გიორგი გორდაძემ.

რე|ბანკის ინფორმაციით, ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ხარჯებს ანაწილებს რამდენიმე თვეზე, ისე რომ ერთ თეთრსაც არ იხდის ზედმეტს.

„ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეგიძლია.

რე|ბანკს უკვე 1300-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს სხვადასხვა სფეროში. მათთან ტოპ|ქარდით შოპინგისას გასათვალისწინებელია, თუ რამდენ თვეზეა შესაძლებელი თანხის გადანაწილება. ამის გაგება ძალიან მარტივად შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა