ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით "ლელო" პარლამენტის სპეციალური სხდომის მოწვევას ითხოვს და დეპუტატების ხელმოწერების შესაგროვებლად, კონსულტაციებს იწყებს

სავარაუდოდ, სუს-თან დაკავშირებული ფარული მოსმენა-მიყურადების ამსახველ მასალებთან დაკავშირებით ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტის სპეციალური სხდომის მოწვევას ითხოვს და ამ მიზნით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ოპოზიციონერი დეპუტატთა ხელმოწერების შესაგროვებლად, მათთან კონსულტაციებს იწყებს.

ამასთან, ფრაქციის მოთხოვნაა, პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის გამოცხადება და მის მიმართ არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემა.

"ორი დღეა ინტერნეტში 30 ათასამდე ფაილი გავრცელდა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და სასულიერო პირების უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია პირუთვნელ გამოძიებას მოითხოვს. შემიძლია დავადასტურო, რომ ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთი სასულიერო პირის ჩემთან კომუნიკაციას შეეხება, არის სიტყვა-სიტყვით, ზუსტად ფაილში გადატანილი. აღმოჩნდა, რომ განურჩევლად ყველა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების ობიექტი ვართ. გადაუდებელი საჭიროებაა პარლამენტმა ეს უპრეცედენტო ვითარება განიხილოს და პოლიტიკური დებატები გაიმართოს", - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ.

მან მხარდაჭერა გამოხატა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მიმართა. იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტი წინასაარჩევნო რეჟიმშია, პლენარული სხდომის მოწვევას დეპუტატთა სიითი შემადგენლობის მეოთხედის მხარდაჭერა და შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერის შეგროვება სჭირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა