ირაკლი ღარიბაშვილი - მეზობელ ქვეყნებთან ეფექტური თანამშრომლობა ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ერთადერთი გზაა

რეგიონში განვითარებული მოვლენებისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, მეზობელ ქვეყნებთან ეფექტური თანამშრომლობა ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ერთადერთი გზაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრ აბდულჰამით გულთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აბდულჰამით გულს თურქეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის მზადყოფნა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება პრიორიტეტულია.

შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში თურქეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. პრემიერის შეფასებით, ამ მიმართულებით ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა მისასალმებელია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იაკუფ მოღული, თურქეთის პარლამენტის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჰალილ ეთიემეზი და საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა