სალომე სამადაშვილი - მოსმენებზე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პარლამენტში ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიბაროს

მოსმენებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერ, კომისიამ პარლამენტში ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიბაროს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა.

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, სადაც ისრები ოპოზიციაზე გადააქვს, აბსურდულია და რეალურად, სწორედ ივანიშვილი აკონტროლებს მოსმენების მთელ მექანიზმს წლების განმავლობაში, ხოლო პრემიერ- მინისტრი ვინ არის და მას ღარიბაშვილი ჰქვია თუ გახარია, მნიშვნელობა არ აქვს.

"აბსურდში ამ ქვეყანას და საზოგადოებას ირაკლი ღარიბაშვილი ვერ შეიყვანს. ყველამ კარგად ვიცით, რომ 9 წლის მანძილზე არავის არ ეკითხებიან ან პრემიერი ვინ იქნება ან სუს- ის უფროსი, თუ არა ერთ ადამიანს, რომელსაც დღეს არანაირი ოფიციალური პოზიცია არ უჭირავს და მე ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი უშუალოდ აკონტროლებს მოსმენების მთელ მექანიზმს და პრემიერ - მინისტრი ვინ არის დღეს ამ ქვეყანაში და მას ღარიბაშვილი ჰქვია თუ გახარია, აქვს ნულოვანი მნიშვნელობა. აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ღარიბაშვილი თავის აბსურდულ განცხადებებში არ უარყოფს იმას, რომ სახელმწიფო წლების განმავლობაში უკანონოდ უსმენს, უთვალთვალებს და იწერს მოქალაქეების უზარმაზარ არმიას. მე მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, მოვემზადოთ იმ მომენტისთვის, როცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შესაძლებლობა იქნება, დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ამ უკანონობას სჩადიოდა. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერ, ოღონდ, კომისიამ პარლამენტში ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიბაროს და მოვისმინოთ, მისი პასუხები კითხვებზე, რადგან მისი მარიონეტების ადგილმონაცვლეობა, რეალობას არ ცვლის.

ამ რეჟიმის თავში არის ბიძინა ივანიშვილი და შესაბამისად, თუ ჩვენ გვინდა ცვლილება ამ არჩევნებზე, ხმა უნდა მივცეთ დემოკრატიულ ოპოზიციას, რომელიც უკვე წლების მანძილზე უპირისპირდება ამ ბოროტების რეჟიმს, რომლის ჭანჭიკიც იყო გახარია ჩემი აზრით საკუთარი პოლიტიკური გუნდით და შემადგენლობით,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო