ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა.

საქმე ეხება ფარულ მასალებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. როგორც მელაძემ უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ მასალებში არის თავად იმ ადამიანების პირადი მიმოწერებიც, ვინც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოსმენას აწარმოებდნენ. მისივე თქმით, მასალების მიხედვით ჩანს, რომ მოსმენის შემდეგ გაშიფრული მასალა ხელმძღვანელ პირებთან იგზავნებოდა.

„ისეთ რაღაცებს უსმენდნენ, იღებდნენ, აკონტროლებდნენ, რომელსაც კავშირი არაფერთან აქვს და ეხება მღვდლის და მონაზვნის პირად ცხოვრებას, მხოლოდ მათ პირადს და სხვას არაფერს. სრული ამორალურობაა, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამას აკეთებდა.

ჟურნალისტებისთვის გადმოგზავნილ ფაილებს შორის არის მომსმენი ადამიანების პირადი მიმოწერებიც - როდესაც ეს 9 ადამიანი, სასულიერო პირებს ან ჟურნალისტებს მოუსმენდნენ, რა რეაქციები ჰქონდათ და როგორ, რა იგეგმებოდა, ისმინებოდა. ხდებოდა არა მოსმენა, არამედ გადასმენა. რასაც ვერ ასწრებდნენ, ღამე რჩებოდნენ და მთელი დღის განმავლობაში ჩაწერილებს შიფრავდნენ და ამბობდნენ - სწრაფად, სწრაფად,ზევით ელოდებიანო. ეს დადოკუმენტირებულია. მათი ხელმძღვანელები ელოდებოდნენ და სასწრაფოდ უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია, რომელი მღვდელი სად მივიდა, ვის ელაპარაკა, რომელ მონაზონთან რა შეტყობინება გააგზავანა, ან ბანკიდან რომელ მღვდელთან რა შეტყობინება გაიგზავნა. ეს არის საქართველოს ისტორიაში უკანონო მოსმენების ყველაზე მასშტაბური უკანონო აქტი, რაც არ შეიძლება იყოს დაუსჯელი. პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული ყველა, ხელმძღვანელი პირებიდან დაწყებული. ეს არის სისტემური დანაშაული. ამას უსმენდა მთელი ბრიგადა, კითხულობდა მთელი სახელმწიფო ელიტა და არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ სუს-ში არ ილექებოდა, გადარჩეული სახით ეგზავნებოდა მაღალი რანგის პოლიტიკურ ხელმძღვანელ პირებს“, - განაცხადა მელაძემ.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა