საქპატენტში WIPO-ს ციფრული წვდომის სისტემა (DAS) დაინერგა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ ადმინისტრირებად ელექტრონულ სისტემას DAS-ს (Digital Access Service) შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

სისტემაში ჩართულ ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ, ელექტრონული სახით, გაცვალონ პარიზის კონვენციით გათვალისწინებული, პრიორიტეტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

„სისტემის დანერგვამდე აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა გამოგონებებზე, სასარგებლო მოდელებზე, სასაქონლო ნიშნებსა და დიზაინებზე მხოლოდ მატერიალური სახით ხორციელდებოდა. ამიერიდან, სისტემა განმცხადებლებს წევრ ქვეყნებში ზემოაღნიშნულ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე ე.წ. „კონვენციური პრიორიტეტის“ მოთხოვნის პროცედურას გაუადვილებს.

DAS სისტემის დანერგვას წინ უძღოდა საქპატენტის მიერ ცვლილებების პროექტის მომზადება შემდეგ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში:

- ინსტრუქცია დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე;

- ინსტრუქცია გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ;

- ინსტრუქცია სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ.

აღნიშნულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში შეტანილი ცვლილებების ნაწილით განისაზღვრა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი და პირობები, ასევე, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, დაიხვეწა ზოგიერთი პროცედურული საკითხი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნული ცვლილებები დღეს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

DAS სისტემა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3EgXbD6

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო