გია ვოლსკი - მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ გიორგი გახარია, რომელმაც სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ნაბიჯი გადადგა, იმის გამკეთებელია, რაზეც საზოგადოების გარკვეული ნაწილი საუბრობს

სამწუხაროა, მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ ადამიანი, მხედველობაში გიორგი გახარია მყავს, რომელმაც სახელმწიფოსთვის საგანგებოდ დამაზიანებელი ნაბიჯი გადადგა, იმის გამკეთებელია, რაზეც დღეს საზოგადოების გარკვეული ნაწილი საუბრობს, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ კითხვას, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

გია ვოლსკის თქმით, არიან ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთაც ხელი მიუწვდებოდათ ასეთი მასალების შექმნის საშუალებებსა და რესურსებზე.

"რა დასამალია და, საზოგადოებაში უკვე ინტენსიურად არის ლაპარაკი თემაზე, რომ საკმაოდ საეჭვოა დამთხვევები გიორგი გახარიას გადადგომასა და ასეთი ინფორმაციის გავრცელებას შორის. გამოძიების შედეგების მიხედვით სიამოვნებით წავიღებდი უკან ჩემს სიტყვებს, მაგრამ დღეს-დღეობით ასეთი საფუძველი ნამდვილად გამაჩნია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ გარდა ამისა, არსებობს "ნაციონალური მოძრაობის" გუნდი, რომელსაც შეეძლო და ხელეწიფებოდა შეექმნა, მოემზადებინა, გადაეცა და გაევრცელებინა მასალები, რითიც მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში ის ქვეყანას მართავდა.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
(სტერეოტიპული) წარმოდგენები ცვალებადი გარემოებების პირისპირ: იდეალიზმიდან რეალიზმისაკენ
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს