ქუთაისის მერიასა და შპს „ქუთაისის უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთ თანამშრომლობის ორი მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის მერიასა და შპს „ქუთაისის უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ორი მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მემორანდუმის თანახმად, მერია „ქუთაისის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სასწავლო პრაქტიკის განხორციელებას რამდენიმე საგანამანათლებლო პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს, კერძოდ: ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, ეკონომიკის, ტურიზმის, ფინანსების საბაკალავრო პროგრამები; საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის სამაგისტრო პროგრამებში.

„ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულების მიზანია სტუდენტების ლექცია-პრაქტიკულების ჩასატარებლად აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსით უზრუნველყოფა და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განახლების პროცესში თანამშრომლობა.

მეორე მემორანდუმი კი, ERASMUS + -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ ფარგლებში, რეგიონის განვითარების ხელშეწყობასა და საგანმანათლებლო საკითხებში თანამშრომლობას ისახავს მიზნად.

ქუთაისის მერიას და უნივერსიტეტს წარმატებული თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს