ირაკლი კობახიძე - გამოძიება უნდა დაინტერესდეს და გამოვლინდეს, ვის უკავშირდება იმ ტყუილ-მართალის გამოტანა, რომელზეც საუბარია გასული დღეები - იქნება ეს გახარია, ხოჯევანიშვილი თუ ვინმე სხვა

რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი, გამოძიება უნდა დაინტერესდეს და უნდა გამოვლინდეს თუ ვის უკავშირდება იმ ტყუილ-მართალის გამოტანა, რომელზეც არის საუბარი გასული დღეების განმავლობაში - იქნება ეს გახარია, ხოჯევანიშვილი თუ ვინმე სხვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, უნდა შეიქმნას თუ არა საგამოძიებო კომისია, რომელშიც სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ ფაქტით უნდა დაინტერესდეს გამოძიება და უნდა იქნას შესაბამისი ინფორმაცია მოძიებული, რაც შეეხება ინსტრუმენტებს, ამაზე მოგვიანებით შეიძლება მსჯელობა.

"ერთადერთი, რაზეც ახლა არის საუბარი, არის ის, რომ თუ რაიმე მართალი შეიძლება იყოს იმ ინფორმაციიდან, რომელიც გავრცელდა, ამ ინფორმაციების მოპოვების დრო ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ორი გასაღები იყო ორ ხელში და ორივე გასაღებს აკონტროლებდა ერთი და იგივე ჯგუფის ორი წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე, შეიძლება არსებობდეს შესაბამისი ეჭვები, თუმცა მე ამ დეტალებში ვერ შევალ. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქმის დეტალებში სამართალდამცავი ორგანოები უნდა შევიდნენ.

„არჩევნებამდე ორნახევარი კვირა არის დარჩენილი და საარჩევნო გარემო არის ძალიან მშვიდობიანი და ყველანაირად ჯანსაღი. მთავარი ამოცანა ამ პოლიტიკურ ძალას და მის ტელევიზიებს რა აქვთ - ეს მშვიდი გარემო როგორმე შეცვალონ. ამის საშუალება ჩვენ მათ არ უნდა მივცეთ. ჩვენი ამოცანაა, ასეთი ქმედებების პრევენცია და შემდეგი ორი კვირის განმავლობაში ამ გარემოს შენარჩუნება, მათი ამოცანა სრულიად საპირისპიროა, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ პოლიტიკურ ძალას და მათ ტელევიზიებს ამის საშუალება არ მივცეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო