პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიან კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ მეორე ნაკადის მიღება დაიწყო. პროგრამაში ჩართვის მსურველების რეგისტრაცია 15 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სწავლა ამ თვის ბოლოს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი კურსები არანაკლებ ერთთვიანია. კურსის გავლა შესაძლებელია პროფესიული სასწავლებლების მიერ წარმოდგენილ, შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნად პროფესიებში. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სწავლა უფასოა.

როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროგრამაში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, სულ 11 სასწავლებელი, სამ ტერიტორიულ ერთეულზე - ქ.თბილისში, იმერეთსა (ქ. ქუთაისი და ქ. საჩხერე) და ქვემო ქართლის რეგიონში (ქ. რუსთავი და ქ. მარნეული).

„კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიან კურსებზე რეგისტრაცია შეუძლია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელს. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე (16 წლიდან) საქართველოს მოქალაქეები (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული მოსწავლეებისა), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სამუშაოს მაძიებლებად სააგენტოში და თანახმა არიან ჩაერთონ კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში.

შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე, მათი მოკლევადიან პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გათვალისწინებულია დამატებითი ინდივიდუალური საჭიროებით განპირობებული მომსახურება (ასისტენტი, ტრანსპორტი, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, ჟესტური ენის თარჯიმანი). სხვა თანაბარ პირობებში არსებობისას, პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს: შშმ პირებს, დევნილებს, სოციალურად დაუცველებს, ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს, ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლ პირებს და სხვა. პროგრამაში ჩართვის მიზნით, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებთან გაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება (სმს) პროგრამის დაწყების შესახებ.

დაინტერესებულმა სამუშაოს მაძიებელმა უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ამისათვის საჭიროა იქონიოს: პირადობის და საბაზო განათლების დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი) ან დიპლომი; უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის კი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამიზნე ჯგუფის დამადასტურებელი საბუთი. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატი. დამატებითი ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და მათ მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროგრამების შესახებ იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3lrE0hh „, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა