"ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სუს-ის შენობასთან აქცია -"ნუ გვისმენთ" გამართეს

„ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სუს-ის შენობასთან საპროტესტო აქცია -"ნუ გვისმენთ" გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო“ ავრცელებს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ოთარ ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მოსმენა-მიყურადებას ახორციელებს, შესაბამისად, მათი საპროტესტო აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.

"გასული დღეების განმავლობაში ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ უსაფრთხოების სამსახური ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად დაკავებულები არიან უკანონო მიყურადებით. შემდეგ მოპოვებული ინფორმაციებით კი აშანტაჟებენ ადამიანებს. "ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაცია მოვითხოვთ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს უკანონო მიყურადება და თვალთვალი. აუცილებელია ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და ის ადამიანები, რომლებიც არიან დამნაშავეები მიეცეს პასუხისმგებლობაში. "ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაცია სწორედ ამ მიზეზით ვიმყოფებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან. ჩვენ ამ ბოროტ სისტემასთან ბრძოლას ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელებთ, არ ვაპირებთ დანებებას", - განაცხადა ოთარ ფარულავამ.

უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით სუს-თან აქციებს აანონსებს „ლელოს" ახალგაზრდულის წევრი ეკა ტეფნაძეც.

"ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც ახლა აქ ვართ, დავიბადეთ იმ სახელმწიფოში, რომელიც უნდა ყოფილიყო თავისუფალი, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" ამის საშუალება არ მოგვცა. ჩვენ შევიკრიბეთ აქ იმისთვის, რომ შეწყდეს თვალთვალი და მოგვეცეს საშუალება ვიცხოვროთ თავისუფალ სახელმწიფოში, საბჭოთა პერიოდში დაბრუნება ჩვენ არ გვინდა", - განაცხადა ეკა ტეფნაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს