თორნიკე ართქმელაძე - ადვოკატსა და კლიენტს შორის საუბარი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, მისი მოსმენა დაუშვებელია ნებისმიერი საფუძვლის არსებობისას

"ლელოს" ერთ ერთი ლიდერი და პარტიის იურისტი თორნიკე ართქმელაძე ბოლო დღეებში გავრცელებული ფარული ჩანაწერების თემას ეხმაურება და ადვოკატების და კლიენტების საუბრის განსაკუთრებულ პრივილეგიებზე საუბრობს.

„ორი დღეა ადვოკატებსა და კლიენტებს შორის საუბრის ჩანაწერებია გამოქვეყნებული. ადვოკატსა და კლიენტს შორის საუბარი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, მისი მოსმენა დაუშვებელია ნებისმიერი საფუძვლის არსებობისას.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გვეუბნება, რა ვქნა ნიუ - იორკში ვარო. ახლა ადვოკატთა ასოციაცია ქარ-ცეცხლში უნდა ატარებდეს ხელისუფლებას და საგანგებო განცხადებებს აკეთებდეს. აქციებს და პროტესტის უმწვავეს ზომებს უნდა მივმართავდეთ, გაჩუმების გარდა ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ. თავზე დაგვამხეს მთელი სისტემა, რისიც გვჯერა და რისთვისაც ვიბრძვით ადვოკატები.

მოგიწოდებთ, როგორც ერთი ადვოკატი, ნიუ - იორკში კი არა, მარსზეც რომ იყოთ, დაუყოვნებლივ გამოხვიდეთ და როგორც მინიმუმ მოითხოვოთ გამოძიების დაწყება. ამაზე დიდი უბედურება რა უნდა დაგვატეხონ არ ვიცი!“, - აცხადებს თორნიკე ართქმელაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო