მამუკა მდინარაძე - "მთავარი არხის" ოპერატორი უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა - პირველადი მონაცემებით, სერიოზული დაზიანება არ აქვს

"მთავარი არხის" ოპერატორი უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა - პირველადი მონაცემებით, სერიოზული დაზიანება არ აქვს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ იცრუა, რადგან არათუ მეორე სართულიდან გადმოგდება, ადგილზე ფიზიკური შეხებაც არ ყოფილა.

"ბექა ყორშია და მისი ოპერატორი, სამწუხაროდ, სახელი და გვარი ჯერჯერობით არ ვიცი, მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია არავის გაგიკვირდებათ, ალბათ, ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით და კითხულობდა „ჩლიქოსანს“, მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა შტაბის წარმომადგენელს. საუბარია, რომ ასე ჩვენი მერობის კანდიდატს მოიხსენიებდა. მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან და მართლაც იყო იქ გარკვეული სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, "მთავარი არხის" ოპერატორი უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც იქ ე.წ ტერასაზე, კიბის ბაქანზე დაბალი მოაჯირია, წამოედო ამ მოაჯირს და გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე. ანუ, ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმედია ყველაფერი კარგად იქნება.

როგორც გვეუბნებიან, პირველადი მონაცემებია სერიოზული დაზიანება ოპერატორს არ აქვს. თუმცა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: რომ დამეზუსტებინა ინფორმაცია, ოთხჯერ ვესაუბრე ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს ქარელში, არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა. მთელი პასუხისმგელობით, პირდაპირ, გადაჭრით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიამ მოიტყუა, იცრუა არათუ მეორე სართულიდან გადმოგდება, ფიზიკური შეხება არ ყოფილა და არც მეორე სართულიდან ყოფილა ვარდნა. სამართალდამცველბი ამ თემას გამოიძინებენ დეტალურად“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პრესსამსახურის თანამშრომლები ვიდეო და ფოტომასალას მიაწვდიან მედიას, რითაც კიდევ ერთხელ იქნება „მხილებული ტყუილი“.

"ჩვენი შტაბის წევრებისგან ვიცით, რომ ჩართული იყო ოპერატორის კამერა და გადაღებული იქნება ის მომენტი, როდესაც ის კიბის საფეხურებზე დაეცა. როდესაც მთავარი არხის ეს კადრები გავრცელდება, კიდევ უფრო ნათელი გახდება, რამდენად სწორია ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და რამდენად ამორალური ტყუილია ნიკა გვარამიას მოწოდებული ინფორმაცია.ეს არის ძალიან ბინძური სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობენ ნებისმიერი მათ მიერ პროვოცირებული ინციდენტიდან, თუ შემთხვევიდან გამოიყვანონ, ამორალური ტყუილი და ეს აკადრონ ჩვენს საზოგადოებას", - აღნიშნა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა