ალეკო ელისაშვილი - კარგი იქნება, თუ გახარია გასცემს პასუხს კითხვას, იცოდა თუ არა რითიც იყო დაკავებული სუსი - ის იყო პრემიერი და შს მინისტრი, მე არ ვყოფილვარ, თორემ სუსს ხელები ექნებოდა დამოკლებული

გახარია პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მე არ ვყოფილვარ პრემიერ-მინისტრი, თორემ რომ ვყოფილიყავი, სუს-ს ხელებიც ექნებოდა დამოკლებული და დაკავებული იქნებოდა იმით, რისთვისაც ამხელა ფულს ვაძლევთ , - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუს“ განაცხადა.

გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საუბრისას ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ თავად მხარს დაუჭერს ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც არ გამორიცხა, რომ ფარული ჩანაწერები სუს-დან გიორგი გახარიას და ალექსანდრე ხოჯევანიშვილს გაეტანათ, ელისაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ყოფილმა მეთაურმა შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

„ჩვენ ვუჭერთ მხარს საგამოძიებო კომისიის შექმნას. სანამ სუს-ი იქნება ასეთი აღვირახსნილი ორგანიზაცია, რომელიც უსმენს და უთვალთვალებს ყველას და ყველაფერს, ყველას ცხოვრებაშია შემძვრალი, მანამდე ამ ქვეყანას საშველი არ აქვს. სამოქალაქო აქტივისტიდან დაწყებული, პატრიარქით დასრულებული, თურმე დასდევენ და ყველას უთვალთვალებენ. არ გამკვირვებია, უბრალოდ დეტალებს რომ წაიკითხავ და გადაამოწმებ, რომ ეს ასეა, გულდასაწყვეტია, თორემ დარწმუნებული ვიყავი. ზოგი ამბობს, რომ „შოკი მივიღე“, რა შოკი მიიღე, არ იცოდი, ასე რომ მოქმედებდნენ? არ ვიცით, რომ „კგბ“-ს ტრადიციებზეა დამყნობილი და აღზრდილი, ეს დასასრულებელია.

გახარია პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მე არ ვყოფილვარ პრემიერ-მინისტრი, თორემ პრემიერ მინისტრი რომ ვყოფილიყავი, სუს-ს ხელებიც ექნებოდა დამოკლებული და დაკავებული იქნებოდა იმით, რისთვისაც ამხელა ფულს ვაძლევთ. კარგი იქნება ბატონო გახარია კითხვებს თუ გასცემს პასუხს, რას აკეთებდა, იცოდა თუ არა სუს-ი რითიც იყო დაკავებული“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა