ხატია დეკანოიძე “ქართულ ოცნებაზე“ - პოლიტიკურ აგონიაში არიან - მსგავსი ტოტალური კონტროლი არც მინახავს სხვა ქვეყანაში

ეს არის ტოტალური კონტროლი, არც მინახავს სხვა ქვეყანაში, შეიძლება რუსეთში, - ძალიან ბევრ ქვეყანაში მიმუშავია პოსტსაბჭოთა სივრცეში და მსგავსი ტოტალური კონტროლი მართლა არ მინახავს, რაც აქ სუს-ს აქვს დამყარებული. სუს- ი არის გასაუქმებელი , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატი დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ დღეს „აგონიაშია“.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით, ქვეყანაში სრული ტოტალური კონტროლი დაამყარა.

„ქართული ოცნება“ წარმოუდგენელ განცხადებებს აკეთებს, დღეს კობახიძის განცხადება მოვისმინე, - რაღაც პოლიტიკურ აგონიაში არიან. რა მოცემულობაც გვაქვს ქვეყანაში, ეს არის ტოტალური კონტროლი, სუს-ის მიერ დამყარებული რეჟიმი. ბატონი ლილუაშვილი, რომელიც არის ამ გესტაპოს პოლიტიკური პოლიციის უფროსი, პირდაპირ ხაზზეა და ექვემდებარება ბიძინა ივანიშვილს. საერთოდ არავის ექვემდებარება და არცერთ კვეთაში არ არის ე.წ. პრემიერ-მინისტრთან, შესაბამისად, ეს არის სრული აგონია და პოლიტიკური აფექტი.

ეს არის ტოტალური კონტროლი, არც მინახავს სხვა ქვეყანაში, შეიძლება რუსეთში, - ძალიან ბევრ ქვეყანაში მიმუშავია პოსტსაბჭოთა სივრცეში და მსგავსი ტოტალური კონტროლი მართლა არ მინახავს, რაც სუს-ს აქ აქვს დამყარებული. სუს-ი არის გასაუქმებელი, გასანადგურებელი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს