მამუკა ხაზარაძე - ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ჩანაწერების ავთენტურობას ვადასტურებ, თუ ასევე დადასტურდა დიპლომატების მოსმენის და თვალთვალის ფაქტები, ეს არის ქვეყნის უდიდეს სკანდალში გახვევა

ჩემი, ბადრი ჯაფარიძის ჩანაწერების ავთენტურობას ვადასტურებ, თუ ასევე დადასტურდა დიპლომატების მოსმენის და თვალთვალის ფაქტები, ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდეს სკანდალში გახვევა, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.

მამუკა ხაზარაძე იმედოვნებს, რომ "ლელოს" ინიციატივას საპარალემტნო ოპოზიციის მხარდაჭერა ექნება.

"ოცნების სუს-ის მიერ უკანონო მოსმენებმა და თვალთვალმა ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა, ჩემი, ბადრი ჯაფარიძის ჩანაწერების ავთენტურობას ვადასტურებ, თუ ასევე დადასტურდა დიპლომატების მოსმენის და თვალთვალის ფაქტები ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდეს სკანდალში გახვევა, ყველა საერთაშორისო კონვენციის დარღვევა.

ფრაქცია ,,ლელო" მოითხოვს სასწრაფოდ რიგგარეშე სხდომის მოწვევას, პრემიერის და სუს-ის ხელმძღვანელის დაბარებას პარლამენტში, რათა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, იმედი მაქვს, ყველა საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერის, რიგგარეშე სხდომის მოწვევას 38 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება", - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო