"ლელო საქართველოსთვის" - მედიაზე მორიგ თავდასხმას ვგმობთ

„ქართული ოცნების" ოფისიდან მთავარი არხის ოპერატორის მეორე სართულიდან გადმოგდების ფაქტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მმართველი პარტია წინა საარჩევნოდ ძალის დემონსტრირებას ცდილობს, მათი მიზანია ქვეყანაში კრიტიკული აზრის დახშობა, - ამის შესახებ ინფორმაციას “ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს ქმედებები უკვე დიდი ხანია საღ აზრს გასცდა და ხელისუფლება აგონიურ ფაზაში გადადის.

„ქარელში მომხდარი ფაქტი გაგრძელებაა იმისა, რომ 5 ივლისის დანაშაულზე არავინ დასჯილა. ასეთი დამოკიდებულებით ხელისუფლება ახალისებს მეტი დანაშაულის ჩადენას. სამწუხაროდ, ქართული ოცნების მთელი პარტიული სტრუქტურა დაგეშილია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.

„ლელო" მოითხოვს აღნიშნულ დანაშაულში მონაწილები პირების უმკაცრესად დასჯას. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას" საზოგადოება მას 2 ოქტომბერს გამოუტანს სათანადო ვერდიქტს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი