გიორგი ვაშაძე - ხელისუფლება ღიად და დაუფარავად აგრძელებს თავისუფალი სიტყვის გამავრცელებელი ჟურნალისტების დევნას

ხელისუფლება ღიად და დაუფარავად აგრძელებს თავისუფალი სიტყვის გამავრცელებელი ჟურნალისტების დევნას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ქარელში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც „მთავარი არხის“ ოპერატორი დაშავდა.

მისი თქმით, მომხდარზე საჭიროა უსწრაფესი რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან.

"ხელისუფლება ღიად და დაუფარავად აგრძელებს თავისუფალი სიტყვის გამავრცელებელი ჟურნალისტების დევნას, რისი ნათელი დასტურია "მთავარი არხის" ოპერატორის მიმართ განხორციელებული თავდასხმა და ძალადობა, რაზეც საჭიროა უსწრაფესი რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან.

რაც მთავარია, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ "მთავარი არხის" ოპერატორს. სრული თანადგომა ლევანს და ასევე ყველა ჟურნალისტს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ქარელში "ქართული ოცნების" შტაბში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც "მთავარი არხის" ოპერატორი ლევან აბლოთია დაშავდა. "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ოპერატორი აივნიდან გადმოაგდეს. "ქართულ ოცნებაში" აღნიშნულს სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ოპერატორი "კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა".

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს