პაატა იმნაძე - „მიუ“ შტამს აქვს მახასიათებლები, რამაც შესაძლოა შემაშფოთებელი გახადოს, მაგრამ ჯერ არ გამხდარა - დაველოდოთ, წინასწარ ნუ წავიყრით ნაცარს თავზე

„მიუ“ შტამს აქვს ის მახასიათებლები, რამაც ის შესაძლოა შემაშფოთებელი გახადოს, მაგრამ ჯერ არ გამხდარა - ასე, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, წინასწარ ნუ წავიყრით ნაცარს თავზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში „მიუ“ შტამი არ დაფიქსირებულა და აღნიშნა, რომ ახლა ქვეყანაში პრობლემას „დელტა“ და „დელტა +“-ის შტამები წარმოადგენს.

პაატა იმნაძის განცხადებით, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა იყოს აცრილი, რათა რამენაირად თავიდან ავირიდოთ რეანიმაცია და სიკვდილიანობა.

„დღეს, არის შტამები, რომლებიც შეშფოთების საგანია და არის შტამები, რომლებიც არიან ინტერესის საგანი. „მიუ“ შტამი ჯერჯერობით არის ინტერესის საგანი, აი მაგალითად „დელტა“ არის შეშფოთების საგანი. „მიუს“ აქვს ის მახასიათებლები, რამაც ის შესაძლოა შემაშფოთებელი გახადოს, მაგრამ ჯერ არ გამხდარა. ასე, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, წინასწარ ნუ წავიყრით ნაცარს თავზე. „მიუ“ შტამი კოლუმბიაში წარმოიქმნა ამ წლის დასაწყისში, შეერთებულ შტატებში ჯერჯერობით 0,01%-ია, ჩვენთან საერთოდ არ აღმოჩენილა, თურქეთში 2 შტამი თურქებმა აღმოაჩინეს - ასე, რომ მას ჯერ ფართო გავრცელება არ მიუღია, ის ინტერესის სფერო სწორედ იმიტო, რომ აქვს გარკვეული მუტაციები, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეს სახიფათო. ჯერჯერობით დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. მუტაციები სულ იქნება, „მიუ“ იქნება თუ ახლა უკვე სხვა შტამებიც არის ინტერესის სფერო ბერძნული ანბანის სხვადასხვა სახელით, მაგრამ ჩვენ დღეს იმაზე ვიფიქროთ, რაც გვაქვს აქ და რაც პრობლემაა. ჩვენთან გავრცელებულია „დელტა“, მათ შორის, „დელტა +“, რომელიც უკვე დაახლოებით 20%-ია და ამაზე ვიფიქროთ ჩვენ, რომ როგორ დავიცვათ თავი ამისაგან. მაქსიმალურად მეტი ადამიანი უნდა იყოს აცრილი, რომ რამენაირად თავიდან ავირიდოთ რეანიმაცია, სიკვდილიანობა და შემდგომ პირველი და ძირითადი რეკომენდაცია რჩება პირბადე და სოციალური დისტანცია, რითაც შეგვიძლია თავი დავიცვათ“, - განაცხადა იმნაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა