გიორგი გახარია - ბოლო პერიოდში „ოცნებას“ ახასიათებს ყველას ყველაფერი დააბრალოს, ოღონდ თავის პასუხისმგებლობას გაექცეს - არავის ეშინია ამ მუქარების და ფეხების ბაკუნის, გადაეცით

რაც უნდა ის დაგვაბრალონ, წავიდნენ, გამოძიება დაიწყონ, არავის ეშინია ამ მუქარების და ფეხების ბაკუნის , - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერები სუს-დან გიორგი გახარიას და ალექსანდრე ხოჯევანიშვილს გაეტანათ.

ექსპრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ირიბად ცდილობს ამ საქმის მათთვის გადაბრალებას.

ყოფილმა პრემიერმა მმართველ პოლიტიკურ ძალას მოუწოდა სწრაფად დაიწყონ საქმის გამოძიება.

„სამწუხაროდ, ამ ბოლო პერიოდში „ოცნებას“ ახასიათებს ყველას ყველაფერი დააბრალოს, ოღონდ თავის პასუხისმგებლობას როგორმე გაექცეს, თან ირიბად დააბრალოს. მერე, რომ ეტყვი „მაბრალებ,“ მან თქვას, რომ „მე ეს არ მიგულისხმია.“ თუ დაბრალება უნდათ, რაც უნდა ის დაგვაბრალონ, წავიდნენ, გამოძიება დაიწყონ, არავის ეშინია ამ მუქარების და ფეხების ბაკუნის. იმ ადამიანების გვარებს, რომელსაც ასე უდიერად მოიხსენიებენ, ჩემი კოლეგების, ჩემი თანამებრძოლების, - ალექსანდრე ხოჯევანიშვილის, კახა ქემოკლიძის, კახა საბანაძის, - ეს ღირსეული ადამიანები არიან, რომლებიც ემსახურებიან ამ ქვეყანას წლების განმავლობაში და ბევრმა მათგანს, ვინც მათ სახელებს ახლა ატრიალებს, იმის ნახევარიც არ გაუკეთებიათ, რაც ამ ხალხს. ამ ხმამაღალი განცხადებების, რომ წესრიგს დაამყარებენ და რაღაცას იზამენ, არავის ეშინია, პირიქით, - დროზე დაიწყონ გამოძიება და იმის მაგივრად, რომ ერთი დღის დაწყებულ გამოძიებაზე, თანამდებობის პირები ეწყობიან, პრემიერიდან დაწყებული, მერით და პარტიის თავმჯდომარით გაგრძელებული, ირიბ მინიშნებებს რომ აკეთებენ, ამას ჰქვია ბინძური, ნეგატიური პროპაგანდა არჩევნების წინ, რადგან სხვა რესურსი არ აქვთ. საქმეზე ლაპარაკი ხომ არ უნდათ და არ შეუძლიათ, ერთადერთი, რაც შეუძლიათ ჭორაობა და მუქარაა. გადაეცით, რომ მათი მუქარის არავის ეშინია, განსაკუთრებით იმ მუქარების, რომლებსაც ტყუილებით და ჭორებით ამაგრებენ.

ამის წინ იყო და სახელმწიფო გადატრიალება მზადდება. გახარია სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს მიშა სააკაშვილთან და პოლიციელებთან ერთადო. ახლა ეს ახალი რაღაც მოიგონეს. ერთ ვერსიას მაინც ჩაეჭიდეთ და ბოლომდე მაინც მიიყვანეთ. ამ უსუსურობის ყურება უბრალოდ არის შეუძლებელი. ამასთან ერთად, დღეს აქედან, დღევანდელი „ოცნების“ ბოსები გამოვარდნენ და ჩვენს სახელებს და გვარებს აბრახუნებენ, იქითა მხრიდან მიშა სააკაშვილი გამოვარდა და რაღაც სულელურ ნარატივს ავითარებს. ერთმანეთს ეხმარებიან და სულ უფრო და უფრო, არჩევნებამდე, რაც მივალთ, ჩვენი მოსახლეობა დაინახავს, რომ ერთი არის გუშინწინდელი დღე. „ოცნება“ დღეს აკეთებს ყველაფერს, რომ გუშინწინდელ დღეში დაგვაბრუნოს. არ გვინდა ჩვენ მომავალზე ვფიქრობთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო