გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმი ყოველ დღე გვიმტკიცებს, რომ იქცა ძალად, რომელიდან მომდინარე საფრთხეც ქვეყნის, მედიის და მოქალაქეების წინააღმდეგ მზარდია

ივანიშვილის რეჟიმი ყოველ დღე გვიმტკიცებს, რომ იქცა ძალად, რომლიდან მომდინარე საფრთხეც ქვეყნის, მედიის და მოქალაქეების წინააღმდეგ მზარდია, - ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია ქარელში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც „მთავარი არხის“ ოპერატორი დაშავდა.

მისი თქმით, ივანიშვილის მიერ შექმნილი მმართველი პარტია სახიფათო ძალად იქცა.

“ის, რაც ვიხილეთ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, როგორ სახიფათო ძალად იქცა ივანიშვილის მიერ შექმნილი მმართველი პარტია იმ ისტერიულ მდგომარეობაში, რომელშიც ისინი არიან. იმის და მიუხედავად უშუალოდ დეტალურად როგორ მოხდა ოპერატორის ჩამოვარდნა კიბიდან თუ მეორე სართულიდან ის, რაც ვიხილეთ ფიზიკური აგრესია, ზოგადად უაგრესიულესი დამოკიდებულება და ფიზიკური ძალის გამოყენება, ივანიშვილის რეჟიმი ყოველ დღე გვიმტკიცებს, რომ იქცა ძალად, რომლიდან მომდინარე საფრთხეც ქვეყნის, მედიის და მოქალაქეების წინააღმდეგ მზარდია”, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ქარელში "ქართული ოცნების" შტაბში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც "მთავარი არხის" ოპერატორი ლევან აბლოთია დაშავდა. "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ოპერატორი აივნიდან გადმოაგდეს. "ქართულ ოცნებაში" აღნიშნულს სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ოპერატორი "კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს