ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-ფლობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და თაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, უკანონოდ მოპოვებული 886 762 ლარის ღირებულების ხის მასალისათვის კანონიერი სახის მიცემის, მისი ლეგალიზაციისა და დამატებითი ღირებულების გადასახადში უკანონო ჩათვლის მიღების მიზნით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები ხის მასალის თითქოსდა მიწოდება-შესყიდვის თაობაზე, რის შემდეგაც აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა გატანილ იქნა საზღვარგარეთ, რა გზითაც ბრალდებულებმა მიიღეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი და პარალელურად შეიქმნეს 94 638 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 210-ე, 185-ე, 194-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს