DRI-იმ საქართველოს პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართა

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“(DRI) ფარული მოსმენებისა და ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტებზე საქართველოს პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართა.

როგორც „დემოკრატიის კვლევის ინტიტუტში“ აღნიშნავენ, ორგანიზაციამ წერილი უკვე გაუგზავნა ოთხ საპარლამენტო ფრაქციას: „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ და „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“.

„გასული დღეების განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა ტელეარხებზე გასული სიუჟეტების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტოტალურ მოსმენებსა და ფარულ მიყურადებას ახორციელებს.

შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, საჯარო მოხელეებისა და სასულიერო პირების ფარული მოსმენა და თვალთვალი, მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება, წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუტების კონსტიტუციური მართლწესრიგიდან გადახვევას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლების მიხედვით, კონკრეტული საფუძვლების არსებობისას, საქართველოს პარლამენტში იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია. ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ სახეზეა სახელმწიფო ორგანოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც კანონმდებლობის მიხედვით, წარმოადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ-ერთ საფუძველს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, DRI-ის, წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე, არ აქვს მოლოდინი, რომ უწყება ეფექტიან გამოძიებას აწარმოებს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საპარლამენტო ფრაქციებს მოუწოდა, გამოიყენონ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის 1-ლი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილება და საქართველოს პარლამენტში ინიცირება გაუკეთონ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს. საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური კითხვების და წუხილების საპასუხოდ, კომისიამ საჯაროობის და გამჭვირვალეობის მაღალი ხარისხით უნდა უზრუნველყოს სუს-ის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული უკანონო ფარული მიყურადების ფაქტების შესწავლა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2022
„ნიკორამ“ 35 მლნ ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა - კომპანია მიღებული ფინანსური რესურსის გამოყენების შესახებ
VELI.store უკვე 1 წლისაა
ლიბერთი უმაღლეს სასწავლებელთა შორის დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორია
„ლიბერთის“ ლოიალობის პროგრამას CashBack Dressup ჯგუფი შემოუერთდა
„ხალიკ ბანკი საქართველო“ ფიზიკურ პირებს განახლებულ ინტერნეტ ბანკს სთავაზობს
ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის
როგორ ჩაიარა წელს ზამთრის ყველაზე ჯადოსნურმა გამოფენამ, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს
შეიძინე კერძო სახლი საუკეთესო შეთავაზებით
იშოპინგე VELI.store-ზე და დახარჯე შენი დრო შენთვის
შეუდარებელი „ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ