შშმ ვეტერანებმა სპეციალური სარეაბილიტაციო კურსი ჩეხეთში გაიარეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ჩეხურ საქველმოქედო ფონდ REGI BASE - შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, შშმ ვეტერანებმა ნიკოლოზ წერეთელმა და ამირან ადამიამ, ჩეხეთის ქალაქ კარვინაში, სარეაბილიტაციო სანატორიუმ „დარკოვ სპაში” სპეციალური, სამედიცინო-სარეაბილიტაციო, ერთთვიანი კურსი გაიარეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, საქველმოქმედო ფონდი REGI BASE ჩეხეთში, 10 წლის წინ დაარსდა და მისი დაარსების ინიციატორი, ელიტარული სპეც- დანიშნულების განყოფილების გამოცდილი მებრძოლი, ირჟი შამსი, იგივე REGI შამსი იყო.

„ფონდი მსოფლიო მასშტაბით, ომის ვეტერანებს, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დასახიჩრებულ და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაშავებულ პირებს, გამოჯანმრთელებასა და რეაბილიტაციის გავლაში ეხმარება.

REGI BASE GEORGIA კი, ფონდის ინიციატივით, გასულ წელს, საქართველოში დაფუძნდა. მიმდინარე წლის ივნისში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და REGI BASE GEORGIA- ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო