ჩინეთი აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის უსაფრთხოების პაქტს აკრიტიკებს

ჩინეთი აკრიტიკებს აშშ-ის, გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიის მიერ დაანონსებულ პარტნიორობას, რომელიც ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მზარდი ზეგავლენის აღსაკვეთად მოწინავე ტექნოლოგიების გაზიარებას ითვალისწინებს და აღნიშნულ ქვეყნებს „ცივი ომის“ მენტალიტეტის მოშორებისკენ მოუწოდებს.

„ქვეყნებმა არ უნდა შექმნან ბლოკები, რომლებიც მიზნად ისახავს ან ზიანს აყენებს მესამე მხარის ინტერესებს. მათ უნდა მოიშორონ ცივი ომის მენტალიტეტი და იდეოლოგიური ცრურწმენა”, - განაცხადა ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერმა ლიუ პენიუმ.

გაერთიანებულმა სამეფომ, შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობას იწყებენ, რომელიც ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მზარდი ზეგავლენის აღსაკვეთად მოწინავე ტექნოლოგიების გაზიარებას ითვალისწინებს. უსაფრთხოების საგანგებო პაქტის, Aukus-ის, ფარგლებში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა დააანონსეს, რომ შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგების ტექნოლოგიითა და შესაძლებლობით უზრუნველყოფენ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია