ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სერტიფიცირებული მემაცივრე ტექნიკოსებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სერტიფიცირებული მემაცივრე ტექნიკოსებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მემაცივრე ტექნიკოსების სერტიფიცირებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს.

„დღეისათვის, ქვეყანაში 156 სერტიფიცირებული მემაცივრე ტექნიკოსია.

შეხვედრაზე ოზონის შრის დაცვისა და აღდგენის საკითხებზე ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, საქართველო წარმატებით ასრულებს მონრეალის ოქმის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. ყველაზე საშიში ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარება საქართველომ 2008 წელს შეწყვიტა. 2030 წლისთვის კი, საქართველო საბოლოოდ შეწყვეტს ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების მოხმარებას.

ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტ-ექსპორტის სასაზღვრო კონტროლის სრულყოფის მიზნით, მებაჟეები და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აღჭურვილი არიან მაცივარაგენტების იდენტიფიკატორებით, რომელიც ეხმარებათ მათ, ყოველდღიური საქმიანობა ეფექტიანად წარმართონ.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისიტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით „საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელების ხელშეწყობის პროგრამის” პროექტის ფარგლებში გაიმართა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს