ვახტანგ ძაბირაძე - ეს ფაილები გიორგი გახარიას დროსაც ხომ არის გაკეთებული და რაში აწყობდა ამის გასაჯაროება, რაიმე პოლიტიკურ დივიდენდს მიიღებდა? არ მგონია

ეს ფაილები გიორგი გახარიას დროსაც ხომ არის გაკეთებული და რაში აწყობდა ამის გასაჯაროება, რა აუცილებლობა ჰქონდა, გასაჯაროებით რაიმე პოლიტიკურ დივიდენდს მიიღებდა? არ მგონია, - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ ფარულ მასალების გავრცელების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

როგორც ძაბირაძემ აღნიშნა, აღნიშნული მასალების გასაჯაროება გიორგი გახარიას ინტერესებში ვერ იქნებოდა.

„პირველი საკითხი ისაა, რაც გავრცელდა, ავთენტურია თუ არა - ეს არის ძალიან მნიშნელოვანი, ანუ „ქართული ოცნება“ უსმენდა თუ არა ამ ადამიანებს და თუ უსმენდა, რა საფუძველი იყო. მთავარი საკითხი, ჩემი აზრით, არის ეს და არა ის, ვინ გამოიტანა ეს მასალები საჯაროდ. თავის დროზე, ვინც ციხის კადრები გამოიტანა საჯაროდ, „ოცნებას“ მისდამი რაიმე პრეტენზია ჰქონდა? ესეც ხომ სისტემიდან გამოსულია? ვსაუბრობ იმაზე, რომ ორმაგი სტრანდარტი არ შეიძლება. თუ შენს სასარგებლოდ შეიძლება თუნდაც არაკანონიერი რაღაცის გაკეთება და ეს „მოსულა“, მაშინ რატომ არ შეიძლება სხვის სასარგებლოდ?!

„ოცნება“ ისეთი სიმძაფრით უტევს ამ ეტაპზე გახარიას, რომ გადააჭარბა კიდეც „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს იმას ნიშნავს, რომ გახარია როგორც ოპოზიციური პარტია, ამომრჩევლის თვალში არის ნამდვილად ოპოზიციური პარტია, რომელსაც კავშირი არ აქვს „ოცნებასთან“. ეს კიდევ გასარკევია, რა და როგორ არის. ეს ფაილები გახარიას დროსაც ხომ არის გაკეთებული და გახარიას რაში აწყობდა ამის გასაჯაროვება, რა აუცილებლობა ჰქონდა, გასაჯაროებით რაიმე პოლიტიკურ დივიდენდს მიიღებდა? არ მგონია. თუ დამტკიცდება, რომ ფარულად უსმენდნენ, ხოჯევანიშვილიც, რომელიც სუს-ში მუშაობდა, ხომ საქმეში გადის?! ეს ხომ გახარიას ურტყამს. ამიტომ გახარიას ინტერესში, ლოგიკიდან გამომდინარე, არანაირად არ უნდა ყოფილიყო ამის გასაჯაროება“,- განაცხადა ძაბირაძემ.

რაც შეეხება ფარული მასალების გავრცელებაზე „ქართული ოცნების“ ბრალდებებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ძაბირაძე ამბობს, რომ თუ ასეთი ფაქტები ნამდვილად არსებობს, გაუგებარია, „ნაცმოძრაობას“ რატომ არ უნდა გაევრცელებინა.

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, კი, ბატონო, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში არის და იყო ის, რომ გაასაჯაროვოს ასეთი ფაქტები, თუ არის, რატომ არ უნდა გაასაჯაროვოს და რატომ არის ეს ანტისახელმწიფოებრივი, ეს არ მესმის. არ ვიცი, მათი ჩანერგილი კაცი იყო, ვინმე სხვამ გამოიტანა და მათ მისცა თუ რა, მაგრამ მათმა ტელევიზიებმა გაასაჯაროვეს. რატომ არ უნდა გაესაჯაროვებინათ. თუ ეს მასალა ისეთ ფაქტებს შეიცავს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება, ეს ცალკე თემაა, მაგრამ მანდ მაინც ეს ტელევიზიები არაფერ შუაში არიან.

დაადგინოს გამოძიებამ, ვინ გაიტანა და აღძრას საქმე მის წინააღმდეგ. ამიტომ, არც ტელევიზიები და არც „ნაციონალური მოძრაობა“ არაფერ შუაშია და არც რაიმე ანტისახელმწიფოებრივი მანდ არაა. ჩაუვარდათ ინფორმაცია და ამბობენ, რომ სახელმწიფო ისევ ტოტალურად უსმენს. რომც არ გასაჯაროებულიყო ეს მასალები, ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, იფიქრო, რომ სახელმწიფო არ გისმენს. საქართველოში ერთი დღეც არ მახსნდება, რომ ხელისუფლება ვიმეს არ უსმენდა. ისევ იმ სისტემაში ვართ და მემკვიდრე ვართ არა დემოკრატიული, არამედ „კაგებეშნიკური“ სისტემის. ეს მარტო ამ ხელისუფლებას არ ეხება, ყველა წინა ხელისუფლებას ეხება“,- განაცხადა ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც,სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ „ქართული ოცნება“ აღნიშნულ საქმეში არ გამორიცხავს გიორგი გახარიასან „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალეულობას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო