ანა ბუჩუკური - ჭორაობა, რაც ბოლო დღეებისა და საათების განმავლობაში ჩვენი გუნდის მისამართით ისმის, ისე აღიქმება, თითქოს დავალებას აძლევენ პროკურატურას, საით უნდა წაიყვანონ საქმე

ჭორაობა, რაც ბოლო დღეებისა და საათების განმავლობაში ჩვენი გუნდის მისამართით ისმის, ისე აღიქმება, თითქოს დავალებას აძლევენ პროკურატურას, საით უნდა წაიყვანონ საქმე, - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში“ პარტია „საქართველოსთვის“ მცხეთის მერობის კანდიდატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერები სუს-დან გიორგი გახარიას და ალექსანდრე ხოჯევანიშვილს გაეტანათ.

როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, ქვეყანაში უღირსი მეთოდები უნდა დასრულდეს.

„ზოგადად, რასაც ვხედავთ განსაკუთრებით ჩვენი გუნდის მისამართით "ოცნების" მხრიდან, თუ რა შეტევები მოდის, სამწუხაროდ, გამორიცხული არაფერია. რაც შეეხება ალექსანდრე ხოჯევანიშვილს, ეს ადამიანი მრავალი წელია სახელმწიფოს, ქვეყანას ემსახურება და სამარცხვინოა, რაც მისი პერსონის მიმართ ხორციელდება. მის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ მეპარება. დღევანდელი „ქართული ოცნების“ "ბოსებს" მოუწევთ გახსენება, როგორ სრულდება ეს მეთოდები, რასაც თავიანთი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ. უღირსი მეთოდები ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს! ის ჭორაობა, რაც ბოლო დღეებისა და საათების განმავლობაში ჩვენი გუნდის მისამართით ისმის, ისე აღიქმება თითქოს დავალებას აძლევენ პროკურატურას, რომ აქეთ უნდა წაიყვანონ საქმე. ახლა მართლა „დეჟავიუ“ მაქვს, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, ადრე ზუსტად იქ ვმუშაობდი, სადაც ეს ყველაფერი იკრიბებოდა. დღევანდელ „ქართულ ოცნებას“ არც უნდა აღიაროს, გამოწვევები და პრობლემები და ამის ნაცვლად დღევანდელ რეალობას 20-სა და 15 წლის წინანდელს ადარებენ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს