თბილისის გეზში სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“, კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, კომპანიის მიერ, ერთი სახეობის ტვირთს, წინასწარ რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაზე რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრა.

„საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, დეკლარაციებისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე წინასწარ რეგისტრირებული დეკლარაცია და ტვირთის შემოსვლისას წარმოდგენილი თანმხლები დოკუმენტაცია) და ტვირთის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა საბაჟო ღირებულების შემცირების ფაქტი, საერთო ჯამში - 35 062,07 ლარის ოდენობით.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს