გარემოს ეროვნულ სააგენტოში აკვაკულტურის განვითარების სტრატეგია მუშავდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, ონლაინ სემინარი „საქართველოს აკვაკულტურის განვითარების სტრატეგია” გაიმართა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სემინარზე ექსტენსიური აკვაკულტურის, მარიკულტურის და ხმელეთზე განთავსებული თევზსაშენი მეურნეობების მიმართულებებით საერთაშორისო გამოცდილება განიხილეს და კერძო სექტორის ჩართულობით საქართველოს აკვაკულტურის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შესახებ დოკუმენტის შემუშავების საკითხზე იმსჯელეს.

აღნიშნული დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას, წარმოების მოცულობის ზრდას, სექტორის განვითარებაში არსებული ბარიერების აღმოფხვრას და სახელმწიფო პროგრამების შემუშავებას.

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც საჯარო სექტორის, ისე საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებმა დარგში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარმოადგინეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო