ნიკა ობოლაძე - კალაძეს მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას, რატომ იწერდა ეკლესიის წინააღმდეგ ყველაფერს, რატომ აგროვებდა კომპრომატებს, როცა ის მმართველი პარტიის გენმდივანი იყო

კახა კალაძეს მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას, რატომ იწერდა ეკლესიის წინააღმდეგ ყველაფერს, რატომ აგროვებდა კომპრომატებს, რატომ იყენებდა სუს-ი ამ კომპრომატებს, როდესაც ის იყო მმართველი პარტიის გენერალური მდივანი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ ფარული მასალების გავრცელებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ობოლაძე აღნიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად დაადასტურა ჩანაწერების ავთენტურობა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი „კრიმინალს შეეზარდა“.

“უკვე მესამე დღეა ჩვენ ვიცით, რომ მრავალი ათეული ათასი ფაილი არსებობს, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ და ამაზე პასუხი არ არის, თუ რატომ აკეთებდნენ ამას. „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად დაადასტურა ამ ჩანაწერების ავთენტურობა, როდესაც მისი პოლიტიკური ფლანგის ერთ-ერთ განაყოფზე გადაიტანა ისრები და თქვა, რომ შეიძლება, კონკრეტული ადამიანები აკეთებდნენ ამას.

2013 წლიდან დღემდე, შინაგან საქმეთა ბევრი მინისტრი შეცვლილა, შეცვლილა პრემიერ-მინისტრი, სუს-ის ბევრი უფროსი და მისი მოადგილე, რაც არ შეცვლილა, ეს არის „ქართული ოცნება“, რაც არ შეცვლილა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ პასუხისმგებლობის რომელიმე ჯგუფზე გადატანა, არ გამოვა. 2013 წლიდან დღემდე, რაც არ შეცვლილა, ეს არის „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი ყველაფერზე. 2013 წლიდან დღემდე „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ანუ პარტიის მეორე პირი არის კახა კალაძე. კახა კალაძეს მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას, რატომ იწერდა ეკლესიის წინააღმდეგ ყველაფერს, რატომ აგროვებდა კომპრომატებს, რატომ იყენებდა სუს-ი ამ კომპრომატებს, როდესაც ის იყო მმართველი პარტიის გენერალური მდივანი. კახა კალაძეს მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას, როგორ ბედავს და საუბრობს მეტ სიცოცხლეზე, ყველა უბანსა და ქალაქში, მაშინ, როდესაც 2021 წლის პირველი აგვისტოდან დღემდე კორონავირუსით 2500-მდე ადამიანი დაიღუპა, გარდაცვალების რაოდენობით პირველ ადგილზე ვართ.

კახა კალაძეს მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას, როგორ საუბრობს მეტ სიცოცხლეზე, მაშინ, როდესაც, თუნდაც ბოლო 2 დღეში რამდენიმე გარჩევა ვიხილეთ თბილისის ცენტრში, იყო მსხვერპლიც. ეს კრიმინალური გარჩევები იმიტომ მომრავლდა რომ მისი პარტია, რომლის გენერალური მდივანიც არის შეეზარდა კრიმინალს. როგორც მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა უნდა გასცეს პასუხი მისი პარტიის წევრების ძალადობის შედეგად ქარელში რატომ გაწირეს ადამიანი?! კახა კალაძე ის უცვლელი გენერალური მდივანია 2013 წლიდან დღმდე, რომელიც ახლა შევიდა ამ არჩევნებში იმისთვის, რომ გადაარჩინოს „ოცნება“, თუმცა ის ვერ გადაარჩენს „ოცნებას“. მან, როგორც მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა გასცეს კთხვებს პასუხი“,- აღნიშნავს ობოლაძე.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო